გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
Aa
Aa

გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მწვრთნელობას 60 წლის ასაკამდე არ აპირებს და მისი კარიერის დასასრული საკმაოდ ახლოსაა.

"ვგრძნობ, რომ ჩემი გამომშვიდობების პროცესი უკვე დაწყებულია. მწვრთნელად ნამდვილად აღარ ვიმუშავებ 60 ან 65 წლის ასაკში. კონტრაქტი "სიტისთან" სამი წლით მაკავშირებს. შესაძლოა, ის გახანგრძლივდეს კიდეც, თუმცა ვხვდები, რომ სამწვრთნელო საქმიანობის ფინიშს ვუახლოვდები. რას გავაკეთებ შემდეგ? ვითამაშებ გოლფს", - უთხრა გვარდიოლამ ВBC-ს ინტერვიუში. 

ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ "სიტი" მესამე ადგილზეა. ხოსეპ გვარდიოლას, რომელიც მანჩესტერულ კლუბში წელიწადში 18 მლნ ევროს იღებს, 18 იანვარს 46 წელი შეუსრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები