დაუსრულებელი ტრავმების სერია - ჩაკვეტაძის დაბრუნება გადაიდო
Aa
Aa

დაუსრულებელი ტრავმების სერია - ჩაკვეტაძის დაბრუნება გადაიდო

''გენტისა'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგები გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების მოლოდინში იყვნენ, თუმცა 21 წლის შემტევმა ამჯერად მცირე ტრავმა მიიღო და მისი მოედანზე დაბრუნება გადაიდო.

''გენტის'' მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფეხბურთელმა მცირე ტრავმა მიიღო და გარკვეული პერიოდით ''გენტს'' ვერ დაეხმარება, რაც საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან თეორიული შანსიც კი გაქრა, რომ უახლოეს სანაკრებო მატჩებს მომზადებული შეხვედროდა.

როგორც მოგეხსენებათ, 21 წლის ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს „ჩაკვემ“ 4 ოქტომბერს, „ბეერსხოტის" წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა.

გიორგის მუხლის ტრავმა აწუხებდა და გუნდს სწორედ ამიტომ ვერ ეხმარებოდა. რამდენიმე დღის წი, „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაეზებრუკმა ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი თავს ბევრად უკეთ გრძნობდა, თუმცა მცირე ტრავმის გამო მისი დაბრუნება გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები