Aa
Aa

"პრიორიტეტი 3 ქულაა" - სიმეონე რეალთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები მადრიდულ დერბის იხილავენ. "ატლეტიკო" "რეალს" უმასპინძლებს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ, "როხიბლანკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა.

"წლევანდელი ლა ლიგა მშვენიერია. ერთმანეთს ორი ის გუნდი უპირისპირდება, რომლებსაც ერთი მიზანი აქვთ. პრიორიტეტი 3 ქულაა - ეს ნათელია. ვეცდებით მოწინააღმდეგეს სუსტ წერტილებში დავარტყათ.

"რეალს" ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს, მაგრამ ჩვენ მათ დაიგნორებას ვაპირებთ. ვეცდებით ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავზე და გავიმარჯვოთ.

შეტევაზე და დაცვაზე თანაბრად ვივარჯიშეთ. სრულ მზადყოფნაში ვართ და ვნახოთ რა გამოვა. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

სეზონის დასაწყისში ჩემპიონობას ჩვენ, "რეალს" და "ბარსელონას" უკავშირებდნენ. შეხედეთ სად არიან ახლა ისინი და სად ჩვენ.

მე მყავს საულ ნიგესი, ჟოაუ ფელიქსი, ლუის სუარესი და ბრწყინვალე სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. ისინი "ბლანკოსის" წინააღმდეგ ბოლომდე დაიხარჯებიან." - განაცხადა სიმეონემ

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას ამჟამად "როხიბლანკო" 58 ქულით ლიდერობს და თანაქალაქელ "რეალს" 5 ქულით უსწრებს, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ხსენებული დაპირისპირება 7 მარტს, კვირას თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები