Aa
Aa

"კარგი ამბავი მაქვს, ბენზემა დაბრუნდა" - ზიდანი ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები მადრიდულ დერბის იხილავენ. "ატლეტიკო" "რეალს" უმასპინძლებს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ, "ბლანკოსის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

"მადრიდული დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ისევე, როგორც გულშემატკივრებმა.. კარგი კვირა გვქონდა და ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს. ფავორიტი არ არსებობს. ყველას სურს, რომ დიდებული ფეხბურთი იხილონ.

დერბი განსაკუთრებული თამაშია და მე ამის გამოცდილება მაქვს. ბევრჯერ მითამაშია "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ, ეს მნიშვნელოვანია. ისევე, როგორც ყველა ლა ლიგის მატჩი. ფოკუსირებულები ვართ, რომ კარგად ვითამაშოთ და გულშემატკივრები გავახაროთ.

კარგი ამბავი მაქვს, ბენზემა დაბრუნდა და ჩვენთან ერთად იქნება. ყველამ კარგად იცის მისი შესაძლებლობები და ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში კარიმის ყოფნა სასიხარულოა. ის ჩვენი სისტემის შეუცვლელი წევრია. არ ვიცი ითამაშებს თუ არა, რადგან გარისკვა არ მინდა. ყველა ვინც მონაწილეობას მიიღებს უნდა იყოს 100 %-ით მზად. არ მინდა კარიმმა ტრავმა გაირთულოს და უფრო დიდ ხანს დაგვაკლდეს." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას ამჟამად "როხიბლანკო" 58 ქულით ლიდერობს და თანაქალაქელ "რეალს" 5 ქულით უსწრებს, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ხსენებული დაპირისპირება 7 მარტს, კვირას თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები