იენს ლემანი:
Aa
Aa

იენს ლემანი: "ნოიერი ბუფონს მინიმუმ ორი თავით სჯობს"

ვეტერანმა გერმანელმა მეკარემ იენს ლემანმა მანუელ ნოიერი და ჯანლუიჯი ბუფონი შეადარა.

Il Giornale-თან საუბრისას ლემანმა საკმაოდ თამამი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ ნოიერი ბუფონს ორი თავით აღემატება:

„მათი შედარება არ შეიძლება, მანუელი მას აღემატება. ნოიერი ბუფონს მინიმუმ ორი თავით სჯობს. იტალიაში უნდა იმუშაო, განვითარდე და განვითარდე.

ბუნდესლიგა, პრემიერლიგა და ლა ლიგა, სერია ა-ს აშკარად სჯობნიან.

ამჟამად ისევე აშკარა აღარ არის, როგორც ადრე იყო, რომ იტალიაში საუკეთესო მეკარეები და მცველები ასპარეზობენ.

ახლა მსოფლიოში ჩემთვის სამი საუკეთესო მეკარეა - ნოიერი, „ვოლფბუსრგიდან“ კასტილსი და ალისონი“.

ლემანს სავარაუდოდ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება. რაც შეეხება ბუფონს, მან რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და კარიერის დასრულების შესაძლო თარიღი დაასახელა:

"როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ იმ აზრამდე მივდივარ, რომ 2023 წელი ჩემი საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი წელი იქნება. ეს მაქსიმალური ვადაა, მაგრამ თავისუფლად შემიძლია კარიერა 4 თვეში დავასრულო.

ამბობენ, რომ ჩემი ასაკის ფეხბურთელები რეგრესს განიცდიან, მაგრამ თავს მე ასე არ ვგრძნობ. კარგად ვარ და არ მგონია, რომ მოულოდნელი კოლაფსი დამეწყება.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც ბედისწერის ძალიან ჯერა. როდესაც "იუვენტუსმა" დაბრუნების შანსი მომცა დავფიქრდი რატომ მოხდა ეს. იქნებ ეს იმიტომ უნდა მოხდეს, რომ კიდევ ერთი ლამაზი ისტორია უნდა დაიწეროს?"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები