Aa
Aa

"შენ ნაცისტი ხარ!" - კროოსს ოზილის გამო აკრიტიკებდნენ

გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ტონი კროოსმა "ინსტაგრამის" ლაივ ჩატში მესუთ ოზილზე და სხვა საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. ნახევარმცველის თქმით, ოზილის გაკრიტიკების გამო გულშემატკივრებმა მას ნაცისტი უწოდეს.

"2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვთქვი, რომ არ მომეწონა ის გზა და მანერა, რომლითაც ოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელში მე ნაცისტი მიწოდეს. ქერა თმა, ლურჯი თვალები - ხალხს დღემდე ნაცისტი ვგონივარ, მაგრამ მე ეს გადავლახე და არ მაინტერესებს. ადამიანებს შეუძლიათ ყალბი პროფილიდან შენზე რაც უნდათ ის თქვან და ამის შეჩერება შეუძლებელია." - განაცხადა კროოსმა

გერმანიის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა. გულშემატკივრებმა კი ყველაზე მეტად ოზილი გააკრიტიკეს. ამის შემდეგ თურქული ფესვების მქონე გერმანელმა განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა და ის რასისტული შეძახილების მსხვერპლი გახდა. ამის მიზეზი კი მისი თურქული წარმომავლობა იყო.

მესუთმა გერმანიის ნაკრებში 92 მატჩი ჩაატარა და ღიად დაუპირისპირდა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს რეინარდ გრინდელს.

"ის კრიტიკა, რომელიც ფედერაციისგან და გულშემატკივრებისგან მივიღე, მაიძულებს, რომ სანაკრებო კარიერაზე უარი ვთქვა. ყველაფერს, რასაც 2009 წლიდან მივაღწიე დავიწყებულია. როდესაც თამაშებს ვიგებდით გრინდელის თვალში მე გერმანელი ვიყავი, თუმცა წაგების შემდეგ ის ემიგრანტად მთვლიდა." - განაცხადა ოზილმა

სწორედ ამის გამო გააკრიტიკა ტონი კროოსმა მესუთი. რის გამოც, როგორც უკვე მოგახსენეთ მას სოციალურ ქსელში თავს დაესხნენ და ნაცისტი უწოდეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები