გიუნდოგანი:
Aa
Aa

გიუნდოგანი: "უნდოდათ, რომ ჩემთვის ზურგში დიდი ხრახნი ჩაეყენებინათ"

„მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ ილქაი გიუნდოგანმა The Guardian-თან საუბრისას „დორტმუნდში“ მიღებული უმძიმესი ტრავმა გაიხსენა, რომელმაც კინაღამ კარიერა დაასრულებინა.

„ზურგის ტრავმა იმაზე უარესი იყო, ვიდრე მუხლის. 14 თვე ვიუქმე, თუმცა ყველაზე უარესი ის იყო, რომ არავინ იცოდა რა მჭირდა, რა სახის იყო დაზიანება. ქირურგთან მივედი, რომელსაც უნდოდა, რომ ზურგში დიდი ხრახნი ჩაეყენებინა, მაგრამ ამაზე უარი განვუცხადე.

ამ გადაწყვეტილებამ საშუალება მომცა, რომ ფეხბურთი ასეთ დონეზე კვლავ მეთამაშა. მეშინოდა, რომ თამაშს ვეღარ შევძლებდი, თუმცა საბედნიეროდ შესაბამისი ქირურგი ვიპოვე. რა თქმა უნდა, პრობლემები ჯერაც მაქვს დარჩენილი, თუმცა ახლა თავს საკმარისად კარგად ვგრძნობ“.

გიუნდოგანმა საუბარი პეპ გვარდიოლას განსაკუთრებულობის შესახებ განაგრძო:

„გუნდში მოვიდა მცველი ჟოაო კანსელო, რომელიც თამაშის მსვლელობისას ნახევარდაცვაში იწევს და გუნდს უპირატესობას სძენს. ის ძალიან სწრაფია, ტექნიკურია და მარჯვენა მცველის პოზიციას მალევე უბრუნდება. დრო სჭირდება იმას, რომ ყველა ფეხბურთელმა გაიგოს, თუ რა სურს გვარდიოლას. ახლა ვგრძობთ, რომ თუ კარგად ვითამაშებთ შედეგს მივაღწევთ. ვთვლი, რომ დამსახურება თავიდან ბოლომდე პეპის არის.

გვარდილას „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ წინააღმდეგ „დორტმუნდის“ რიგებში ვითამაშე და ვხედავდი, რომ მის გუნდებს ყოველთვის ჰქონდათ რაღაც განსაკუთრებული გეგმა. ჩემთვის გასაგები იყო, რომ თუ მასთან მუშაობა მომიწევდა ბევრის სწავლას შევძლებდი. ეს სეზონი ამის დასტურია.

ჩემს კარიერაში სეზონურად გოლების მაქსიმუმი 5 ან 6 იყო, ამჟამად კი უკვე 11 ბურთი გავიტანე, პლუს 2 ჩემპიონთა ლიგაზე. იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე მოველოდი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები