ზლატანი ბრუნდება! - შვედი საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს
Aa
Aa

ზლატანი ბრუნდება! - შვედი საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს

შვედური მედიის ცნობით ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ გუნდში ბრუნდება. ინფორმაციას გამოცდილი ფეხბურთელის ნაკრებში დაბრუნების შესახებ ავტორიტეტული შვედური გამოცემა Fotbolldirekt-ი ავრცელებს.

შვედეთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლები ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ.

მარტის თვეში შვედეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ მატჩს 25 მარტს სტოკჰოლმში საქართველოს წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 28 მარტს სტუმრად კოსოვოს დაუპირისპირდება.

შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იანე ანდერსონი მილანში იმყოფებოდა და ამ თემაზე ფეხბურთელს ესაუბრა.

39 წლის იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ გუნდში 2001-16 წლებში ასპარეზობდა. მან ნაკრების რიგებში 116 მატჩში 62 გოლი შეაგდო.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 25 მარტს შვედეთთან შედგება. სკანდინავიაში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს (28 მარტი), რასაც საბერძნეთთან გასვლითი შეხვედრა მოჰყვება (31 მარტი).

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები