''ეს ფეხბურთი ჩემი ხედვისგან ძალიან შორსაა'' - არტეტა უკმაყოფილოა
Aa
Aa

''ეს ფეხბურთი ჩემი ხედვისგან ძალიან შორსაა'' - არტეტა უკმაყოფილოა

ლონდონის ''არსენალის'' მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ საკუთარი გუნდის შესახებ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ გუნდს ბევრი სამუშაო აქვს პროგრესის მისაღწევად. არტეტას აზრით საჭიროა მეტი კრეატივი შეტევით ხაზში და უფრო აქტიური თამაში მეტოქის ნახევარზე, როცა ბურთი ''არსენალს'' არ ეკუთვნის.

მიკელ არტეტამ პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ''ბარნლისთან'' შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა.

არტეტამ კრიტიკული შინაარსის კომენტარის მიუხედავად აღნიშნა, რომ გუნდის თამაშში პროგრესს ხედავს და გრძელვადიან პერსპექტივაში ''არსენალი'' წარმატებული გუნდი გახდება.

''ჩემი ხედვისგან ძალიან შორსაა ის ფეხბურთი, რასაც ''არსენალი'' აჩვენებს. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშავოთ.

გადაწყვეტილების მიღებისას უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. როცა უპირატესობას ვფლობთ, ერთმანეთს უფრო სწრაფად უნდა გავეხსნათ. 

თამაში უფრო ხშირად უნდა გავაკონტროლოთ და მეტოქის ნახევარზე დაცვითი ფუნციები უფრო ხშირად უნდა შევასრულოთ. მეტი კრეატივია საჭირო, მეტი გოლის გატანა, ხოლო როცა მეტოქე ჩვენს ნახევარზეა, ბოლომდე უნდა ვითამაშოთ და არ უნდა დავნებდეთ.

როცა სატურნირო ცხრილს ვუყურებთ, ეს პოზიცია ჩვენთვის მიუღებელია და ყველა ცდება თუკი ვინმე ამით კმაყოფილია''.

მიკელ არტეტა ''არსენალის'' ექს-ფეხბურთელია (2011-16). ''მან. სიტიში'' პეპ გუარდიოლას ასისტენტად მუშაობის შემდეგ 2019 წელს ''მეთოფეებს'' მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები