Sport Mediaset: ტურინის იუვენტუსი აგუეროს უმიზნებს
Aa
Aa

Sport Mediaset: ტურინის იუვენტუსი აგუეროს უმიზნებს

''მან. სიტის'' არგენტინელმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა კარიერა ტურინის ''იუვენტუსში'' გააგრძელოს. 32 წლის ფორვარდს ''ქალაქელებთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და იტალიური კლუბი მის გადაბირებას სრულიად უფასოდ მოახერხებს.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით აგუეროს დამატებით შეტევის ხაზის გაძლიერებას იმედოვნებენ, რონალდუსთან ერთად აგუეროს ფაქტორი ანდრეა პირლოს მიზნების მიღწევას გაუადვილებს.

შეგახსენებთ, სერხიო აგუეროს არაერთ კლუბს უკავშირებენ, ესპანური მედიის ცნობით არგენტინელი შესაძლოა კატალონიის ''ბარსელონაში'' გადაბარგდეს, თუმცა კატალონიურ კლუბში ბევრი რამ გაურკვეველია და ამ ეტაპზე მესის დარჩენის საკითხიც კი არაა გადაწყვეტილი. აგუეროს მსგავსად ზაფხულში ''ბარსას'' ლიდერიც თავისუფალი აგენტი ხდება.

აგუერო ''მან. სიტის'' ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მას შემდეგ ''მან. სიტიმ'' პრემიერ ლიგა ოთხჯერ მოიგო, ინგლისის ასოციაციის თასი - ერთხელ, ინგლისის ლიგის თასი - ხუთჯერ, ქომუნითი შილდი - სამჯერ.

არგენტინელს ევროპაში ''მან. სიტის'' გარდა მხოლოდ მადრიდის ''ატლეტიკოში'' უთამაშია (2006-11).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები