Aa
Aa

ოლ სტარის დრაფტი - ლებრონმა და დურანტმა გუნდები დააკომპლექტეს

გამთენიისას, ყველა ვარსკვლავის მატჩის კაპიტნებმა, ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა „ოლ სტარის“ დრაფტი გამართეს და საკუთარი გუნდები დააკომპლექტეს.

დრაფტზე პირველ ნომერი „მეფეს“ ჰქონდა და ლებრონმა „მილუოკი ბაქსის“ სუპერვარსკვლავი, იანის ანტეტოკოუნმპო აირჩია. „გრიკ ფრიკის“ გარდა, ჯეიმსის მხარდამხარ სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი, დემიენ ლილარდი, ბენ სიმონსი, კრის პოლი, ჯეილენ ბრაუნი, პოლ ჯორჯი, დომანტას საბონისი და რუდი გობერი ითამაშებენ.

დურანტის პირველი არჩევანი თანაგუნდელი კაირი ირვინგი გახლდათ, „კეიდის“ გუნდი კი ასე გამოიყურება - კაირი ირვინგი, ჯოელ ემბიდი, კავაი ლეონარდი, ბრედლი ბილი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეიმს ჰარდენი, დევინ ბუკერი, ზაიონ უილიამსონი, ზაკ ლავინი, ჯულიუს რენდლი, ნიკოლა ვუჩევიჩი და დონოვან მიჩელი. კევინ დურანტი „ოლ სტარს“, რომელიც თბილისის დროით 8 მარტს გაიმართება, ტრავმის გამო გამოტოვებს და მის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში ჯეისონ ტეიტუმი გამოვა.

საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე რეგულარულში საუკეთესო მოგება-წაგების ბალანსის მქონე „იუტას“ კალათბურთელები, რუდი გობერი და დონოვან მიჩელი დრაფტზე ბოლო ნომრებად აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები