Aa
Aa

"იუვენტუსი" კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვასთან ძალიან ახლოსაა!

"Corriere dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა, კლუბის არგენტინელ თავდამსხმელ პაოლო დიბალასთან, ახალი კონტრაქტის დეტალებს კვლავაც ვერ ათანხმებს.

საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ტალანტის შეძენა მადრიდის "რეალს" სურს და "სამეფო გუნდში" თამაში თავად დიბალასთვისაც ბავშვობის ოცნებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი "იუვენტუსთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს და მადრიდელებისგან შემოთავაზებას ელოდება.

მიუხედავად ამისა, "იუვენტუსის" ხელმძღვანელებს ფეხბურთელის შენარჩუნების დიდი იმედი აქვთ და არგენტინელს შესაძლოა გაორმაგებული ხელფასიც კი შესთავაზონ. ყველაფერს კი, ნათელი იანვრის საწყის პერიოდში უნდა მოეფინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები