მორიგი მარცხი -
Aa
Aa

მორიგი მარცხი - "დინამომ" ჯგუფში ბოლო ადგილზე გადაინაცვლა

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის წინასწარი ჯგუფური ეტაპის მე-6 შეხვედრა "ბრეშას" წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ 6:14 დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონის რიგებში გოლები ანდრია ბითაძემ,გიორგი მესხიმ,დუშან ვასიჩმა,ბორის ვაპენსკიმ და მარკო იელაჩამ გაიტანეს. ამ უკანასკნელ იტალიელთა კარი ორჯერაიღო.

ამ წაგებით სტოიანოვიჩის გუნდი ჯგუფში მე-6 ადგილს იკავებს. მომავალ მატჩს კი "დინამო" "ბარსელონეტას" წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც ჯგუფში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

შეგახსენებთ,რომ თბილისელებს აქტივში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ. „დინამოელებმა" გათამაშების მეორე ტურში მონტენეგროს „იადრანი“ ანგარიშით 11:8 დაამარცხეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები