კვლავ ბუდაპეშტში - ლივერპული ლაიპციგს ენფილდზე ვერ შეხვდება
Aa
Aa

კვლავ ბუდაპეშტში - ლივერპული ლაიპციგს ენფილდზე ვერ შეხვდება

კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით და ახალი შეზღუდვების გამო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება "ლაიპციგსა" და "ლივერპულს" შორის ბუდაპეშტში პუშკას არენაზე გაიმართა. მთავარი მიზეზი ახალი ბრიტანული შტამი იყო, რომელიც ბრიტანეთში აქტიურად არის გავრცელებული. ამის გამო კი გერმანიაში "ლივერპული" არ შეუშვეს.

უეფა-ს გადაწყვეტილებამ მერსისაიდული გრანდის მესვეურები და გულშემატკივრები აღაშფოთა, თუმცა პროტესტს აზრი არ აქვს. მათი გაღიზიანება კი იმან უფრო გაამწვავა, რომ "მანჩესტერ სიტი" "გლადბახს" საკუთარ კედლებში მიიღებს და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. მიზეზად ის დასახელდა, რომ ახალი ბრიტანული შტამი ინგლისის ყველა რეგიონში არ არის და ქალაქი მანჩესტერი უსაფრთხო ქალაქების კატეგორიას მიეკუთვნება.

შეგახსენებთ, რომ "ლაიპციგმა" პირველი მერვედფინალური მატჩი "ლივერპულთან" 0:2 დათმო და მათი შემდეგ ეტაპზე გასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თავისმხრივ "ენფილდზე" თამაში ყველა გუნდისთვის რთულია და პუშკას არენაზე მატჩის ჩატარება ოდნავ უმსუბუქებს სიტუაციას გერმანელებს. ცნობისთვის, ხსენებული დაპირისპირება 10 მარტით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები