Aa Aa
3 მარტი 2021  |  23:48

მცველი მოატყუა და მეკარეს თავზე გადაუგდო - ლობჟანიძემ გალათასარაის ლამაზად გაუტანა

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერ ლიგის თანალიდერ „გალათასარაის“ ლამაზი გოლი გაუტანა და „ანკარაგიუჯუს“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ქართველმა შემტევმა გუშინდელ მატჩში „გალას“ კარი 55-ე წუთზე აიღო და საკუთარი გუნდი 2:0 დააწინაურა. საჯარიმოში შესულმა საბამ ერთი მცველი ეფექტურად ჩამოიშორა, რის შემდეგაც კარიდან გამოსულ ფერნანდო მუსლერას ბურთი თავზე გადაუგდო.

ჩვენმა თანამემამულემ სუპერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-3 გოლი გაიტანა, ასევე აქტივში 7 საგოლე გადაცემაც აქვს, რაც მის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.

„ანკარაგუჯუმ“ სტამბულურ გრანდს საბოლოოდ 2:1 აჯობა, რითაც 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ანკარელებს 26 ტურში 23 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზე არიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში