Aa
Aa

"გამარჯვებისთვის ყველაფერი გვაქვს!" - ტუხელი ლივერპულთან მატჩამდე

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. "ლივერპული" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებს. მატჩი სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე დიდ ინტერესს იწვევს. შეხვედრის წინ, "არისტოკრატების" თავკაცმა ტომას ტუხელმა პრესკონფერენცია გამართა.

"ყველა მატჩის მოგების შანსი გვაქვს, რადგან ძალიან თავდაჯერებულები ვართ. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ნებისმიერი გუნდი დავამარცხოთ. "ლივერპული" რთული მოწინააღმდეგეა. ზოგადად პრემიერ ლიგა ისეთი ჩემპიონატია, რომ ყველა გუნდთან შეიძლება წააგო.

კლოპის გუნდმა ბოლო პერიოდში ბევრი ქულა დაკარგა. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე მატჩი მათ დაუმსახურებლად წააგეს და ძალიან არ გაუმართლათ. "ლივერპული" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მათ ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ. ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ არაფრის გვეშინია და მათი დამარცხება გვინდა.

მომავალი კვირა ბევრ რამეს ნათლად დაგვანახებს. წინ ძალიან რთული მეტოქეები გვყავს და საუკეთესოდ უნდა ვიმუშავოთ. "ლივერპულთან" დაპირისპირება ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. გამარჯვების შემთხვევაში მათ 4 ქულით გავასწრებთ." - განაცხადა ტუხელმა

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ლივერპული" 43 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. მეხუთე ადგილს "ჩელსი" იკავებს 44 ქულით, ხოლო მეოთხე პოზიციაზე კი ყველასთვის მოულოდნელად 45 ქულით "ვესტ ჰემია." 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები