ოფიციალურად - გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია!
Aa
Aa

ოფიციალურად - გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია!

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ამერიკული "სან ხოსეს" ყოფილი ფეხბურთელი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივს შეუერთდა. ინფორმაცია თავად კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

???? ოფიციალურად - საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი - გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია ???????? ???? გურამ...

Posted by FC Locomotive Tbilisi on ოთხშაბათი, 03 მარტი, 2021

გურამ კაშიამ ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს. 32 წლის მცველმა ტრანსფერის დადასტურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან"

შეგახსენებთ, რომ 33 წლის უკანახაზელის უკანასკნელი კლუბი ამერიკული "სან ხოსე" იყო. გურამი MLS-ში 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით გამოდიოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 42 შეხვედრა ჩაატარა.

პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა კი თბილისის "დინამოში" დაიწყო და 2006 წელს მთავარ გუნდში დაწინაურდა. თბილისურ კლუბში კაშიამ 2010 წლამდე ითამაშა და ამის შემდეგ არნემის "ვიტესში" განაგრძო კარიერა. ცნობისთვის, გურამმა საქართველოს ნაკრების მაისური დღემდე 81-ჯერ მოიგო და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები