მე-4 მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე - დინამომ ფერენცვაროშთან წააგო
Aa
Aa

მე-4 მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე - დინამომ ფერენცვაროშთან წააგო

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის წინასწარი ჯგუფური ეტაპის მე-5 შეხვედრა  "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ 4:11 დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონმა პირველი პერიოდი საშინლად ჩაატარა ანგარიში 0:5 დაფიქსირდა.

მეორე მეოთხედში მეტოქე კვლავ გვიტევდა და 3 ბურთი გაგვიტანა. "ჩვენებურებმა" მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს. "დინამოს" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მესამე პერიოდში თავდაუზოგავი შრომის შედეგად ანგარიში მათ სასარგებლოდ 2:1 დაფიქსირდა.

ბოლო პერიოდში კი მატჩის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო და "ფერენცვაროშმა" კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 11:4 დააფიქსირა. "დინამოს" მხრიდან გოლები ვაშიჩმა, ბითაძემ და ვაპესკიმ(2) გაიტანეს.

ამ წაგებით სტოიანოვიჩის გუნდი ჯგუფში მე-5 ადგილს იკავებს. მომავალ მატჩს კი "დინამო" "ბრეშას" წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ჯგუფის ლიდერი გახლავთ. ცნობისთვის, თბილისელებს აქტივში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები