Aa
Aa

"ტუხელის მოსვლის შემდეგ ჩელსი შეიცვალა" - კლოპის მატჩისწინა პრესკონფერენცია

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. "ლივერპული" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებს. მატჩი სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე დიდ ინტერესს იწვევს. შეხვედრის წინ, მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა.

"ვფიქრობ "ჩელსის" ბოლო თამაშებიდან ძალიან ბევრი რამ ვნახეთ და გავიგეთ. ისინი ძალიან წარმატებულები იყვნენ. მათ მკაფიო ფილოსოფია და იდეები აქვთ. ტუხელი სამივე მარცხენა მცველს ტვირთავს, თუმცა ამის ფონზე იშვიათად ვხვდებით ნახევარდაცვაში ცვლილებებს. შეტევაში კი ტომასმა რამდენიმე ვარიანტი სცადა. საინტერესო მატჩს ველოდები.

პირველ რიგში ბურთის ფლობაზე ვფიქრობ. ძალიან რთულია "ჩელსის" ბურთი დაუჭირო და გაუკონტროლო. ტუხელის დანიშვნის შემდეგ "არისტოკრატები" შეიცვალნენ. თავი კარგად უნდა დავიცვათ, რადგან ისინი კარგად და სწრაფად უტევენ. წარმატებული შედეგის მისაღებად თავდაუზოგავი მუშაობა დაგვჭირდება.

ვფიქრობ, 1 კვირის წინ ოთხეულიდან შორს ვიყავით. ახლა კი ისევ ახლოს ვტრიალებთ. ჩვენი გამოწვევა და სამუშაო ნათელია - უნდა მოვიგოთ მაქსიმალურად ბევრი მატჩი და ოთხეულში აუცილებლად შევიდეთ. მოწინააღმდეგე არ უნდა განვასხვავოთ, მაგრამ "ჩელსისაც" ზუსტად ის მიზანი აქვს, რაც ჩვენ. ჩემპიონთა ლიგის საზგურისთვის სხვა გუნდებიც იბრძვიან და ეს უნდა გავითვალისწინოთ." - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ლივერპული" 43 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. მეხუთე ადგილს "ჩელსი" იკავებს 44 ქულით, ხოლო მეოთხე პოზიციაზე კი ყველასთვის მოულოდნელად 45 ქულით "ვესტ ჰემია." 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები