Aa Aa
3 მარტი 2021  |  15:14

ბესიკ ხამაშურიძე : "ასეთი გაურკვევლობა კარგს არაფერს მოიტანს"

ვეტერანი ბორჯღალოსანი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე მიიჩნევს, რომ ქართული რაგბის მომავლისთვის, მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და რაგბის კავშირის ნორმალურ სამუშაო გარემოს დაუბრუნდეს.

ხამაშურიძე ერთ-ერთია იმ ვეტერან მორაგბეებს შორის, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სოსო ტყემალაძის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნეს:

მნიშვნელოვანია დროზე დასრულდეს საარჩევნო პროცესი, რათა ეროვნულ ნაკრებს, ასევე კლუბებს, ნორმალურად ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცეთ. ვისაც რაგბი უყვარს, ეს უნდა გაითვალისწინოს. შესაძლოა 100%-ით ყველა საკითხში შეთანხმება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ვისაც ქართულ რაგბზე გული შეგვტკივა, ამისათვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა ქართული რაგბი წინ წავიდეს. ასეთი გაურკვევლობა კარგს არაფერს მოიტანს, კარგი მენეჯერი კი ამ პროცესს სწორ მიმართულებას მისცემს"- განაცხადა ხამაშურიძემ

შეგახსენებთ,რომ 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები რამდენიმეჯერ ჩაიშალა და გადაიდო, ხოლო ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა შეაჩერა.

აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ, მათი განცხადებით, რაგბის კავშირის არჩევნებში კვლავ გარე ძალები ერევიან და ვისინი არაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, აღმასკომის სხდომაზე მათ მხარდამჭერებს არ დაუშვებენ

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში