43 მილიონი, ლაუტარო ან შკრინიარი - ინტერმა ბონუსი არ გადაიხადა და პრობლემები აქვს
Aa
Aa

43 მილიონი, ლაუტარო ან შკრინიარი - ინტერმა ბონუსი არ გადაიხადა და პრობლემები აქვს

იტალიური პრესის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ინტერს“ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის დარჩენილი თანხის, 43 მილიონი გირვანქა სტერლინგის სრულად დაფარვას ან კომპენსაციის სახით ლაუტარო მარტინესის ან მილან შკრინიარის დათმობას მოსთხოვს.

Corriere dello Sport-ის ცნობით,„ნერაძურის“ „წითელი ეშმაკებისთვის“ ლუკაკუს შეძენისას გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩადებული 4.32 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ბონუსი არ გადაუხდია. ამას კონტრაქტის იმ პუნქტის ამოქმედება მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მილანური გრანდი ვალდებულია, ტრანსფერის დარჩენილი თანხა ერთბაშად დაფაროს.

იტალიური გამოცემის ცნობით, „მანჩესტერი“ მზადაა, დათმობებზე წავიდეს და თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელების მიღებას დათანხმდეს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „წითელი ეშმაკები“ ფინანსების დასაბალანსებლად ლაუტარო მარტინესს ან მილინ შკრინიარს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებზე ევროპაში დიდი მოთხოვნაა. გასული სატრანსფერო ფანჯრებისას ლაუტაროს „ბარსელონას“, „რეალს“, პსჟ-სა და „ჩელსის“ უკავშირებდნენ, შკრინიარის გადაბირებით კი „ტოტენჰემი“ ინტერესდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები