ბეილი რეალისთვის 1 ევროს შერჩენასაც არ აპირებს
Aa
Aa

ბეილი რეალისთვის 1 ევროს შერჩენასაც არ აპირებს

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალისთვის“ არცერთი ევროს შერჩენას არ აპირებს. „ტოტენჰემში“ იჯარის წესით მყოფი უელსელი „სამეფო კლუბისგან“ დარჩენილი ხელფასის სრულად მიღებას გეგმავს და ყველანაირ შემცირებაზე უარს აცხადებს.

როგორც ცნობილია, ბეილი კიდევ ერთ იჯარაზე თანახმაა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასის მიღებას სრულად გეგმავს. უელსელი წელიწადში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რომელსაც „რეალი“ და „ტოტენჰემი“ მას ერთდროულად უხდიან. ფეხბურთელი კვირაში დაახლოებით 692,660 ევროს იღებს.

სეზონის ბოლოს ბეილს იჯარა უსრულდება და მას მადრიდში დაბრუნება მოუწევს.

ბოლო მატჩებში უელსელმა დაგვანახა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კვლავ შეუძლია. ბეილის მიმართ ტონი ჟოზე მოურინიომაც შეცვალა: „ვიცი, რომ ჟურნალისტებს ისტორიების გამოგონება უყვართ, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს მწვრთნელი, რომლიც ფორმაში მყოფ ბეილს ძირითადში არ დააყენებს. ახლა ის საუკეთესო ფორმაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ამას მხოლოდ მისი ორი გოლის გამო არ ვამბობ. ჩვენ მისი ნიჭი გვჭირდება, ის დაბრუნდა და ახლა მას ვერავინ შეაჩერებს“.

ზიდანთან კონფლიქტის შემდეგ, ბეილი „რეალის“ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს და უკან ერთი ნაბიჯის გადადგმასაც არ აპირებს. ვნახოთ, ზაფხულში როგორ განვითარდება მოვლენები და სად გააგრძელებს ის კარიერას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები