უცნაური ფაქტი ისრაელში - ახლად დანიშნული მწვრთნელი 1 დღის შემდეგ გადადგა
Aa
Aa

უცნაური ფაქტი ისრაელში - ახლად დანიშნული მწვრთნელი 1 დღის შემდეგ გადადგა

„ჰაპოელ უმ-ელ ფაჰმი“ ისრაელის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს და საკმაოდ უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდა. sport5-ის ცნობით, „ჰაპოელ რამატ განთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, კლუბი მთავარმა მწვრთნელმა, ნირ ბერკოვიჩმა დატოვა.

ერთი შეხედვით ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბერკოვიჩმა გუნდი სამშაბათს ჩაიბარა და წასვლის გადაწყვეტილება დანიშვნიდან 24 საათში მიიღო. როგორც ჩანს, ერთი დღე საკმარისი აღმოჩნდა, რათა მას ეს არჩევანი გაეკეთებინა.

ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ბერკოვიჩი კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან საუბრისას განაცხადა, რომ სტაფს არ იცნობს, რის გამოც საუკეთესო ვარიანტად პოსტის დატოვება მიაჩნია. „ჰაპოელ უმ-ელ ფაჰმის“ მესვეურებმა მისი პოზიცია გაიზიარეს და ბერკოვიჩს მხარი დაუჭირეს.

ცნობისთვის, „ჰაპოელ უმ-ელ ფაჰმს“ 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილს იკავებს, ბერკოვიჩის შემცვლელის ვინაობა კი სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები