Aa
Aa

„შესანიშნავად ვითამაშეთ და 3 ქულა დამსახურებულად ავიღეთ" - გუარდიოლა ვულვზთან მატჩის შემდეგ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ „ვულვზთან“ მატჩის შემდეგ ბრიტანულ პრესასთან ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა „მგლების“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა და საკუთარი შეგირდები შეაქო.

„ცოტა ავნერვიულდით, როცა ანგარიში 1-1 იყო, თუმცა მეტოქის მიერ გატანილ გოლზე შესაფერისი რეაქცია გვქონდა და მიზანს მივაღწიეთ. შესანიშნავად ვითამაშეთ და 3 ქულა დამსახურებულად ავიღეთ.

წონასწორობის აღდგენის გათანაბრების შემდეგ, ვულვზი ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ ბურთის კონტროლი განვაგრძეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩვენთვის ეს მატჩი პატარა დეტალების მნიშვნელობასთან დაკავშირებით კარგი გაკვეთილია, თუმცა ზოგადად შეხვედრაზე თუ ვისაუბრებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა შეგირდებმა ჩინებულად იასპარეზეს.

წლეულს კალენდარი ძალიან გადატვირთულია. უამრავი მატჩის ჩატარება გვიწევს და ვულვზის დონის გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერია, იოლი არაა. კმაყოფილი ვარ იმით, რაც გავაკეთეთ.

სიტის მიერ ზედიზედ მოპოვებულ გამარჯვებებს რაც შეეხება, ინგლისში ზამთარი ნამდვილი ჯოჯოხეთია და მიუხედავად ამისა, რაღაც საოცრებას მივაღწიეთ. ამის გამო ჩემი ფეხბურთელები კომპლიმენტებს იმსახურებენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვირგვინს კვლავინდებურად ლივერპული ფლობს. კარგ პოზიციაში ვიმყოფებით, რათა ჩემპიონები გავხდეთ და ახლა მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედზე ვფიქრობთ. დარჩენილ ტურებში 33 ქულის აღება შეიძლება და ჯერ დასრულებული არაფერია“.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ 4-1 გაიმარჯვა და ყველა ტურნირის ეგიდით ზედიზედ 21-ე შეხვედრა მოიგო. „ქალაქელებმა“ „არსენალის“ რეკორდი გაიმეორეს და პრემიერ ლიგის ბოლო 19 მატჩში მდევრის როლში არცერთხელ ყოფილან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები