Aa Aa
2 მარტი 2021  |  22:01

50 ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ამ მომენტისთვის - მამუ Bleacher Report-ის სიაშია

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, Bleacher Report-მა NBA-ის 2021 წლის დრაფტის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ამ მომენტისთვის, NCAA-ში მოასპარეზე 50 ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა კალათბურთელი დაასახელა. Bleacher Report-ის რჩეულთა შორის „სეტონ ჰოლის“ ქართველ მძიმე ფორვარდს, სანდრო მამუკელაშვილსაც ვხედავთ და „მამუ“ 50-ე პოზიციას იკავებს.

„თებერვალში, მამუკელაშვილმა უფრო მეტი სამქულიანი ისროლა და ჩააგდო, ვიდრე წინა თვეში (40.6 პროცენტი, საშუალოდ 5.3 სამქულიანი მატჩში). ამასთან, გასულ თვეში, სანდრომ სულ მცირე 20 ქულა 6-დან 4 შეხვედრაში გაიფორმა.

მას ბურთის მოხსნა და დაფარებების განხორციელება ისე კარგად არ გამოსდის, როგორც მაღალ კალათბურთელს უნდა გამოსდიოდეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ შეტევაში უნივერსალურია და სროლა, ბურთის კონტროლი და პასების დარიგება ეხერხება, NBA-სთვის მიმზიდველ შემტევ პოტენციალს ქმნის“, - წერს Bleacher Report.

საინტერესოა, რომ 2021 წლის დრაფტზე 50-ე ნომრად „ოკლაჰომა სითი“ თანდერი აირჩევს. Nbadraft.net-ის მიხედვით კი „მამუ“ 58-ე ნომერი იქნება და იგი კარიერას „შარლოტ ჰორნეთსში“ განაგრძობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში