ბორჯღალოსნების მზადება - მორაგბეებმა პორტუგალიაში ივარჯიშეს
Aa
Aa

ბორჯღალოსნების მზადება - მორაგბეებმა პორტუგალიაში ივარჯიშეს

ბორჯღალოსნების 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ოთხი თამაშისთვის ემზადება.

ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიაში პირველი ვარჯიში გამართეს.

ბორჯღალოსნები პირველ ოთხ შეხვედრას მარტში გამართავენ და მათგან სამს სტუმრად – 6 მარტს პორტუგალიას ლისაბონში დავუპირისპირდებით. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების ჯამის შედეგად, ორი მოწინავე გუნდი 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს, მესამე გუნდი კი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფში ჩაერთვება.

ფოტოები - ლაშა ლორთქიფანიძე 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები