შეინ ბარნი:
Aa
Aa

შეინ ბარნი: "ექვს ერში საქართველომ იტალია არ უნდა ჩაანაცვლოს!'

ვეტერანმა ირლანდიელმა მორაგბემ შეინ ბარნიმ ექვს ერზე და კონკრეტულად იტალიის ნაკრებზე ისაუბრა. ბარნიმ RTE-სთან საუბრისას საქართველოს ნაკრებიც ახსენა და არასასიამოვნოდ მოიხსენია.

"რთულია იმის ყურება, თუ რას აკეთებს ბოლო წლებში იტალიის ნაკრები. იმედგაცრუებული ვარ.. მათ კარგი გუნდი ჰყავთ და ხშირად მარცხდებიან. იტალიელებს კარგი დაცვა ჰყავთ და ხშირად ერთი შეცდომით მთლიან მატჩს აგებენ.

წელს კი ყველაფერი პირიქით არის. შეტევაში ბევრად კარგად გამოიყურებიან ვიდრე დაცვაში. ინგლისის და საფრანგეთის წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

იტალიამ მსოფლიო რაგბისთვის და 6 ერისთვის ბევრი რამ გააკეთა და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ისინი საქართველომ ან რომელიმე მსგავსმა ქვეყანამ არ უნდა ჩაანაცვლოს! ქართველების ნაცვლად არგენტინა ან სამხრეთ აფრიკა, რომ მოიაზრებოდეს ეს სხვა საკითხი იქნებოდა. იტალიამ თუ ასე გააგრძელა ძალიან გაუჭირდება 6 ერში დარჩენა." - განაცხადა ბარნიმ

ცნობისთვის, იტალიის რაგბის ნაკრებმა 6 ერის ბოლო 30 მატჩი წააგო. უკანასკნელად კი სმიტის გაწვრთნილი შეგირდები სწორედ ირლანდიასთან დამარცხდნენ ანგარიშით 10:48. მომდევნო მატჩს იტალია 13 მარტს შინ უელსის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები