The Times: მბაპემ პსჟ-ს უარი უთხრა - ფრანგი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
Aa
Aa

The Times: მბაპემ პსჟ-ს უარი უთხრა - ფრანგი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის The Times-ის ჟურნალისტი დანკან ქასლი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, კილიან მბაპემ "პარი სენ ჟერმენს" კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ უარი უთხრა.

გარდა ამისმა დანკამა Transfer Window Podcast-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონისთვის იდეალური ადგილი იურგენ კლოპის "ლივერპულია."

Times-ის ჟურნალისტის ამ მოსაზრებას ევროპულ პრესაშიც ხშირად ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ მბაპეს ყველაზე ხშირად მადრიდის "რეალს" უკავშირებენ, მაინც ვრცელდება ხმები, რომ მერსისაიდული გრანდი მზად არის კილიანში ასტრონომიული თანხა გადაიხადოს.

კასლი იმასაც ამბობს, რომ 22 წლის შემტევის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია, თუმცა მის მიმართ ინეტერესს "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი" და როგორც უკვე მოგახსენეთ მადრიდის "რეალი" იჩენენ.

Le Parisien იუწყება, რომ პსჟ ყველანაირად ცდილობს ფრანგის დაყოლიებას, თუმცა ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ არის. გამოცემიდან ვიგებთ, რომ მბაპეს შეძენის ფინანსური შესაძლებლობა ამ მომენტისთვის მხოლოდ "რეალს", "ბარსელონას", "იუვენტუსს" და "მანჩესტერ სიტის" აქვთ.

მიუხედავად Le Parisien-ის განცხადებისა უნდა ითქვას, რომ კატალონიელებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლიონიდან" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მემფის დეპაი ვერ იყიდეს. აქედან გამომდინარე, რამდენად შეუძლიათ მათ კილიანის ყიდვა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ(ავტორი).

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე "პარი სენ ჟერმენში" 2017 წლის ზაფხულში გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფრანგმა შემტევმა 155 მატჩი ჩაატარა და 113 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები