გამოირიცხა - ნეიმარი 10 მარტს ბარსელონას ვერ შეუტევს!
Aa
Aa

გამოირიცხა - ნეიმარი 10 მარტს ბარსელონას ვერ შეუტევს!

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ-მ "ბარსელონას" 4:1 ნეიმარის გარეშე მოუგო. დღემდე ვრცელდებოდა ხმები, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი საპასუხო მატჩისთვის მზად იქნებოდა და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებდა.

ფრანგული გამოცემა Le Parisien იუწყება, რომ ნეიმარი "ბლაუგრანას" ვერ შეუტევს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ვარჯიშს დაუბრუნდა, ბოლომდე მზად მაინც არ არის.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა ტრავმა საფრანგეთის თასზე, თებერვალში „კაენის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო. ნეიმარმა კუნთი დაიზიანა და მესამოცე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია.

ცნობისთვის, 29 წლის შემტევი "პარი სენ ჟერმენს" 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 103 მატჩი ჩაატარა და 83 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიმარმა ტრავმების გამო ჯამში 458 დღე იუქმა და 80 შეხვედრა გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები