ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "ვდომინირებდით და ბევრად მეტი დავიმსახურეთ"

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის "რეალმა" "სოსიედადს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"უამრავი შანსი შევქმენით და ბევრად მეტი დავიმსახურეთ. მოწინააღმდეგეს მხოლოდ 1 შანსი ჰქონდა და გაიტანა. ფეხბურთი ასეთია, ხანდახან ასეც ხდება. იყო თამაშები, რომლებიც მოვიგეთ, მაგრამ არ ვიმსახურებდით. "სოსიედადთან" მატჩი არაფერს ცვლის. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ.

ბოლო 6 მატჩიდან 5 მოვიგეთ და 1 ფრედ დავასრულეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი შეხვედრაა დარჩენილი. სეზონის მანძილზე ყველა გუნდი დაკარგავს ქულებს. ჩვენც დავკარგეთ ქულები და მომავალში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ასეთი რამ თავიდან ავირიდოთ.

ჩვენ მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ. არ ვიცი ეს იყო თუ არა საუკეთესო თამაში, მაგრამ ორი ქულა დავკარგეთ, რაც არ მახარებს. ვიმეორებ წინ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი.

ვინისიუსის გოლით გახარებული ვარ. ვიმედოვნებ ბენზემა "ატლეტიკოსთან" ითამაშებს, მაგრამ ჯერ უნდა მოვიცადოთ. მას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და კვლავ დაკვირვების ქვეშ არის." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მადრიდის "რეალი" ლა ლიგაში 53 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს "ბარსელონას", რომელიც ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-2 პოზიციას იკავებს. პირველზე კი "ატლეტიკოა" 58 ქულით, თუმცა სიმეონეს შეგირდებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები