„რეალმა“ შესაძლოა ხავიერ ერნანდესი გამოისყიდოს
Aa
Aa

„რეალმა“ შესაძლოა ხავიერ ერნანდესი გამოისყიდოს

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალს“ ხავიერ ერნანდესის გამოსყიდვის უფლება აქვს. თავად ფეხბურთელს კი „სამეფო გუნდში“ დარჩენის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს.

„AS“-ის ინფორმაციით, ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც „რეალს“ სეზონის ბოლოს, ჩიჩარიტოს გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება. ფეხბურთელის სურვილის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მიმდინარე სეზონში, ხავიერ ერნანდესმა „პრიმერადივიზიონში“ 18 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 6 გატანილი გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები