''მათ სურთ დე ფაქტო პრეზიდენტი თავზე დაგვასვან'' - ვეტერანები ტყემალაძის წინააღმდეგ
Aa
Aa

''მათ სურთ დე ფაქტო პრეზიდენტი თავზე დაგვასვან'' - ვეტერანები ტყემალაძის წინააღმდეგ

ქართულ რაგბიში არსებული მძიმე კონფლიქტური ვითარება გრძელდება. 10 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ''მედიაცენტრ მთავარში'' ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით რაგბის კავშირს ირაკლი აბუსერიძის სახით ახალი პრეზიდენტი უკვე ჰყავს, ისინი ახალ არჩევნებს არ ემხრობიან და ეცდებიან 10 მარტს დაგეგმილ არჩევნებში ხმები დაიცვან.

ბობა კვინიხაძემ, რომელიც ირაკლი აბუსერიძის ფლანგს წარმოადგენს, იოსებ ტყემალაძის მხარდამჭერთა მისამართით მწვავე განცხადება გააკეთა.

ბობა კვინიხაძე: ''სიცრუის ტირაჟირებაა, რომ რაგბის სამყაროს უმეტესობა და ვეტერანები ბატონ იოსებ ტყემელაძეს უჭერენ მხარეს.

იმ სიაში ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს მხარდამჭერ მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ვგულისხმობ, ბატონ კობახიძეს, ბატონ ჭიჭინაძეს, ტრიპოლსკის. ასევე, კიდევ ერთი ადამიანია, რომელმაც მინდობილობა საავადმყოფოში ზეწოლის ქვეშ მოიპოვა.

არათუ ჩვენ, ისინი არიან მარგინალები და ქართულ რაგბიში დესტაბილიზაციის შემოტანა უნდათ. მათ შეასრულეს ის სცენარი, რაც იყო დაგეგმილი 30 დეკემბერს არჩევნების ჩაშლის და 2021 წელს გადატანის. მათ უნდათ დე ფაქტო პრეზიდენტი თავზე დაგვასვან''.

 შეგახსენებთ, გასული წლის 30 დეკემბერს პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრმა მისთვის კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში,საქართველოს რაგბის კავშირის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს ირაკლი აბუსერიძეს ლეგენდარული ილია ზედგენიძე მხარდაჭერას უცხადებს (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები