გაგუას მორიგი გოლი ესპანეთში - მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა
Aa
Aa

გაგუას მორიგი გოლი ესპანეთში - მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა

ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში ''ალავესის'' მეორე გუნდის 19 წლის ცენტრფორვარდმა გიორგი გაგუამ მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. მე-18 ტურში ''ლეიოსთან'' გასვლით მატჩში გაგუა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა.

მიუხედავად იმისა, რომ გაგუას გუნდი 0:2-ს იგებდა, თუმცა 61-ე და 90-ე წუთებზე ''ლეიოას'' ფეხბურთელებმა გოლები შეაგდეს და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

გაგუამ სასტარტოში ითამაშა და მთავარმა მწვრთნელმა რაულ ლიონამ 83-ე წუთზე შეცვალა.

გაგუას გოლი

ქართველი ლეგიონერი ოფიციალურად ესპანური კლუბის მოთამაშეა 2019 წლის ოქტომბერში გახდა. მიმდინარე სეზონში ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

გაგუა პირველ გუნდში არ დაუწინაურებიათ, თუმცა ახლახანს მოთამაშემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ''ალავესის'' ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს, რაც ნიშნავს, რომ კლუბის ხელმძღვანელები მასში პოტენციალს ხედავენ და გრძელვადიან თანამშრომლობას იმედოვნებენ.

გაგუას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ესპანეთში გადაბარგებამდე თბილისის ''დინამოს'' აკადემიასა და ''იბერია 2010''-ში ირიცხებოდა. გაგუას მწვრთნელი ''იბერია 2010''-ში გუბაზ დოლიძე იყო. მოგეხსენებათ, გუბაზ დოლიძე ბავშვთა ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და მასთან მუშაობით ბევრმა ფეხბურთელმა პროგრესი აჩვენა, გაგუაც ერთ-ერთი მათგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები