ბეილის რეინკარნაცია? - უელსელი კარგ ფორმაში შევიდა
Aa
Aa

ბეილის რეინკარნაცია? - უელსელი კარგ ფორმაში შევიდა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "ტოტენჰემმა" "ბარნლის" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ორი გოლი უელსელმა შემტევმა გარეთ ბეილმა გაიტანა და ერთი ასისტიც ჩაიწერა.

გარეთი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რაც მის სტატისტიკაზეც მეტყველებს. უკანასკნელ 4 მატჩში დღევანდელის ჩათვლით 29 წლის ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ყველაფერი "ვოლფსბერგერთან" მატჩში დაიწყო, რომელშიც ბეილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. იმავე მატჩში მან საგოლე პასიც გააკეთა. ამის შემდეგ გარეთმა "ვესტ ჰემთან" განახორციელა გოლის მომტანი პასი. "დეზების" "ცხრიანმა" "ვოლფსბერგერთან" განმეორებით მატჩშიც გამოიჩინა თავი და საკუთარი მონაგარი გაზარდა. დღეს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ "ბარნლისთან" დუბლი შეასრულა და ჰარი კეინს გაატანინა.

სპორტულ მედიაში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ უელსელით "ტოტენჰემში" იმედგაცრუებულნი არიან და მის გუნდში დატოვებაზე აღარ ფიქრობენ. ცნობისთვის, ბეილი მოურინიოს გუნდში მადრიდის "რეალიდან" იჯარის წესით გადმოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები