''ხვიჩა სხვა ლიგიდანაა'' - კვარაცხელია მატჩის საუკეთესო გახდა
Aa
Aa

''ხვიჩა სხვა ლიგიდანაა'' - კვარაცხელია მატჩის საუკეთესო გახდა

მოსკოვის ''სპარტაკთან'' გამარჯვების შემდეგ ''რუბინის'' გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

საიმანოვმა Sport Express-თან საუბარში განაცხადა: ''კარგად ვითამაშეთ, შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. ხვიჩა, დესპოტოვიჩი, მაკაროვი - მთელმა გუნდმა დიდებულად ითამაშა, მაგრამ ხვიჩა სხვა ლიგიდანაა''.

''სპარტაკი'' შინ ''რუბინთან'' 0:2 დამარცხდა. დესპოტოვიჩმა დუბლი შეასრულა, თუმცა ორივე გოლის შექმნაში ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა. მან პირველი გოლისას შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა, მეორე გოლისას კი მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ დესპოტოვიჩმა დამატებაზე შეაგდო.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

თამაშის დასრულებისას ხვიჩა კვარაცხელიამ კამერასთან ტელეფონზე საუბრის ინსცენირება გააკეთა და კომენტატორმა კონსტანტინ გენიჩმა თქვა: ''ხვიჩა, შენ აუცილებლად დაგირეკავენ''.  ცხადია, გენიჩი ხვიჩას მოსალოდნელ ტრანსფერს გულისხმობდა, სეზონის დასრულების შემდეგ უდიდესი ალბათობით კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს.

მოსკოვის ''ლოკომოტივი'' და ყაზანის ''რუბინი'' 31-31 ქულით მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები