Aa
Aa

"ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის", - ბექჰემს მესისა და რონალდუს შეძენა სურს

შაბათს, დევიდ ბექჰემმა თავისი კლუბის „ინტერ მაიამის“ ახალი მაისურები წარადგინა და პრესასთან სამომავო გეგმებზე ისაუბრა.

„ბექზიმ“ აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის მხოლოდ სუკეთესო უნდა და სამომავლო გეგმებში მესი-რონალდუს გაფორმებაც შედის:

„ვიცი, რომ გულშემატკივრებს ვარსკვლავების ხილვა სურთ. ჩვენ უკვე გვყავს გონსალო იგუაინი და ბლეზ მატუიდი, რომლებიც უკვე ბრწყინავენ, თუმცა მომავალში მეტი გვინდა.

ლეოსა და კრიშტიანუს სახელები ხშირად ისმის, მათზე ხშირად საუბრობენ. ისინი 15 წელია მწვერვალზე იმყოფებიან. ჩვენ გუნდს დიდი შესაძლებლობები აქვს, რომ მსგავსი მოთამაშეები შეიძინოს და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის”.

როგორც ცნობილია, ევროპიდან წასვლის შემდეგ ლეო მესი MLS-ში თამაშს არ გამორიცხავს და ამ ვარიანტს განიხილავს. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებმა ლეო და კრიშტიანუ ერთი გუნდის რიგებში იხილონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები