მორიგი ტრავმა - ბარსას პედრიც გამოაკლდა
Aa
Aa

მორიგი ტრავმა - ბარსას პედრიც გამოაკლდა

ლა ლიგის 25-ე ტურში „ბარსელონამ“ „სევილიასთან“ სტუმრად ჩინებულად ითამაშა და ანდალუსიიდან მნიშვნელოვანი სამი ქულა წამოიღო, თუმა პედრი გონსალესის ტრავმამ კატალონიელთა ხასიათი ოდნავ გააფუჭა.

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ 18 წლის ნახევარმცველს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული. კლუბის განცხადებით დაზიანება მძიმე არ არის, თუმცა ამ მომენტისთვის ისინი პედრის მოედანზე დაბრუნების თარიღს ვერ ასახელებენ.

როგორც გუშინ მადრიდული AS-ი წერდა, ესპანელს დაახლოებით 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა კლუბში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პედრი გაცილებით მალეც დაბრუნდეს.

ამავე მატჩში „ბარსას“ ახლადდაბრუნებული არაუხოც დაუშავდა, თუმცა ურუგვაელს სერიოზული არაფერი სჭირს, მას შეხვედრის გაგრძელებაც სურდა, თუმცა კუმანმა არ გარისკა.

ამ მომენტისთვის პედრის გარდა „ბარსელონას“ ლაზარეთში ანსუ ფატი, სერხი რობერტო, მირალემ პიანიჩი და ფელიპე კოუტინიო იმყოფებიან.

„ბარსას“ 25 მატჩის შემდეგ 53 ქულა აქვს და „ატლეტიკოს“ 2-ით ჩამორჩება, თუმცა სიმეონეს გუნდს ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები