''უშიშარია, სივრცეს გრძელი ნაბიჯებით ფარავს'' - ნემსაძემ წიტაიშვილზე ისაუბრა
Aa
Aa

''უშიშარია, სივრცეს გრძელი ნაბიჯებით ფარავს'' - ნემსაძემ წიტაიშვილზე ისაუბრა

''საბურთალოს'' პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით გიორგი მიქაუტაძისა და კლიმენტი წიტაიშვილის დამატებით ნაკრებში კონკურენცია გაიზრდება და ტრავმების შემთხვევაში წარმატების შანსი მეტი იქნება.

ხეჩიკაშვილი: ''ჩრდილოეთ მაკედონიასთან კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გარეშე საქართველოს ნაკრები განწირული აღმოჩნდა. ამიტომ რაც მეტი ფეხბურთელი გვეყოლება, წარმატების შანსი მეტია, რადგან ტრავმისგან დაზღვეული არავინაა''.

გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' თბილისის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ 20 წლის კლიმენტი წიტაიშვილზე ისაუბრა: ''სწრაფია, უშიშარია, 2001 წელსაა დაბადებული და როცა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი, ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა.

ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სწრაფია, მაგრამ გრძელი ნაბიჯი აქვს, რითიც მანძილის სწარაფად დაფარავს აკომპენსირებს.

ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რაც კარგი მომავლის საფუძველია''.

ამ თემაზე CrystalSport-ი ''ვორსკლას'' წარმომადგენელს, კლუბის პრესსამსახურის უფროსს, არტიომ ლობანოვს ესაუბრა. მისი თქმით წიტაიშვილმა ამ საკითხზე საუბრისგან მცირე ხნით პაუზა აიღო და უახლოეს პერიოდში მზად იქნება აღნიშნულ თემაზე დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს. ფეხბურთელი სანაკრებო კარიერაში ახალი ეტაპისთვის ემზადება, მან საქართველოს ნაკრების ღირსება უნდა დაიცვას, თუმცა დებიუტამდე ბიუროკრატიული საკითხებია მოსაგვარებელი. ვიდრე ვითარებას ნათელი არ მოეფინება, 20 წლის ტალანტი თემაზე არ ისაუბრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები