Aa
Aa

"ახალგაზრდა მოთამაშეებს ეს არ ესმით", - პირლო იმედგაცრუებულია

„იუვენტუსმა“ „ვერონასთან“ სტუმრად მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა და საჩემპიონო ბრძოლაში საქმე გაირთულა.

მატჩის შემდეგ, ანდრეა პირლო იმედგაცრუებული იყო და ახალგაზრდა მოთამაშეების კრიტიკას არ მოერიდა:

„იმედგცრუებული ვარ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. დავწინაურდით, თუმცა ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ.

არის პატარა დეტალები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ და სამწუხაროდ ახალგაზრდა მოთამაშეებს ეს არ ესმით. როდესაც ანგარიშში წინ ხარ, მისი საშენოდ დასრულება უნდა შეგეძლოს.

დღეს გამოცდილი მოთამაშეები დაგვაკლდა. ახალგაზრდებს კი მატჩის მიმდინარეობა არ ესმოდათ.

რონალდუს და ალექს სანდროს ვუთხარი, რომ მათთან ესაუბრათ, მათი ნათქვამი გასაგები ყოფილიყო, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

ვართ თუ არა რონალდუზე ზედმეტად დამოკიდებულები? ამჟამად საგანგებო სიტუაციაში ვიმყოფებით. ვცდილობთ გამოვიყენოთ ის რესურსი რაც გვაქვს. დიბალა და მორატა არა მარტო ჩვენ დაგვაკლდნენ, ისინი ნებისმიერი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდნენ“.

23 ტურის შემდეგ, „იუვე“ 46 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები