Aa
Aa

"შესაძლოა ეს ჩვენი სტილის ბრალია", - ტუხელი ვერნერის პრობლემებზე

ტომაშ ტუხელი თვლის, რომ „ჩელსის“ სათამაშო სტილი ხანდახან ტიმო ვერნერს ბოჭავს და აფერხებს. გუნდი ბურთის ფლობაზეა ორიენტურებული და მეტოქე ასეთ დროს დაცვაში ღრმად ჯდება, რაც ვერნერს სივრცეებს უზღუდავს.

ბოლო დროს პრემიერლიგის მატჩებში „არისტოკრატები“ ბურთს საშუალოდ 69%-ით ფლობენ, რამაც მათი მეტოქეების დაცვაში მჭიდროდ მოქმედება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ტუხელის ხელში ვერნერი უკეთესად გმოიყურება, მას 8 მატჩში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.

„შესაძლოა ეს ჩვენი ბრალიც არის, რადგან ბურთს თითქმის სულ ჩვენ ვაკონტროლებთ და ეს მეტოქეს მისსავე ნახევარზე დაცვაში ღრმად ჩაწევას აიძულებს, შედეგად სივრცეები მცირდება.

ვერნერი ყველაზე ეფექტური დაცვის ბოლო ხაზს უკან არსებულ სივრცეში მოქმედების დროს არის. ჩვენი დომინანტური სათამაშო სტილიდან გამომდინარე ამ არეალში სივრცე საკმაოდ მცირეა.

მსოფლიოში არის გუნდი, რომელიც „ატლეტიკოს“ მსგავსად ახერხებს სივრცეების შეზღუდვას? არამგონია. ეს არ არის ის მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც ვერნერი თავის შესაძლებლობებს სრულად გვიჩვენებს.

მასთან ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ბევრს ვმუშაობთ. არის ერთი ვარიანტი, რომელშიც ტიმოს სისწრაფეს პირველივე მეტრებში (მოკლე მონაკვეთში აჩქარება) გამოვიყენებთ.

ეს ყველაფერი ძალიან რთული შესასრულებელია და ამიტომ მის მიმართ მომთმენი ვარ. მჯერა ვერნერის შესაძლებლობების და მისი გამტანი ხასიათის“. - ამბობს ტუხელი.

მსგავსი სიახლეები