ფლამენგოს ექს-მცველი თელავში - კახური კლუბის 15 ახალწვეული
Aa
Aa

ფლამენგოს ექს-მცველი თელავში - კახური კლუბის 15 ახალწვეული

საფეხბურთო კლუბმა ''თელავმა'' 2021 წლის კრისტალ ეროვნული ლიგის დაწყებამდე 15 ახალი ფეხბურთელი წარადგინა. მათ შორის ორი ბრაზილიელი ლეგიონერია, 20 წლის მცველი პაბლო კარნეირო ფრეიტასი და 21 ნახევარმცველი ჟონატა პერეირა დოს სანტოსი.

20 წლის პაბლო კარნეირო ფრეიტასი, იგივე პაბლო მალდინი ''ფლამენგოში'' ირიცხებოდა, პირველ გუნდში არ უთამაშია, თუმცა 2017 წელს ''ფლამენგოს'' 17-წლამდე გუნდთან ერთად MLS Generation-ის თასის გამარჯვებული გახდა, გასულ წელს კი ''ფლამენგოს'' 20-წლამდე გუნდთან ერთად ლიბერტადორესის თასზე მესამე ადგილი დაიკავა.

''ფლამენგოში'' მისი თანაგუნდელი ვინისიუს ჟუნიორი იყო, თუმცა ''თელავის'' ახალწვეულს ბრაზილიური კლუბის მთავარ გუნდში შესაძლებლობების დამტკიცების შანსი არ მიეცა.

რაც შეეხება ჟონატა პერეირა დოს სანტოსს, მას დაბალი ლიგის ბრაზილიურ კლუბებსა და მოლდოვურ ''ზიმბრუში'' უასპარეზია.

მათ გარდა რევაზ გოცირიძის გუნდში გიორგი ჩოჩიშვილი, ცოტნე კაპანაძე, ზურაბ თევზაძე, გიორგი ჯანელიძე, იმედა აშორტია, გიორგი ხაბულიანი, რევაზ ინჯგია, ბექა გაბისკირია, ვაჟა ფაცაცია, შოთა შეყილაძე, ლუკა სოსიაშვილი, რატი არდაზიშვილი და ლაშა შერგელაშვილი იასპარეზებენ.

მასალაში გამოყენებულია ''თელავის'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები