როცა გოლი გარდაუვალია, მაგრამ არ გადის - ძალიან უცნაური ფაქტი ალჟირის ჩემპიონატში
Aa
Aa

როცა გოლი გარდაუვალია, მაგრამ არ გადის - ძალიან უცნაური ფაქტი ალჟირის ჩემპიონატში

ალჟირის რანგით მეორე ლიგაში ძალიან უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. ლიგა 2-ის აღმოსავლეთი ზონის მესამე ტურში ''შელგუმისა'' და ''მსპ ბატნას'' შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმრები გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ, მეკარე კარიდან გამოვიდა, ''მსპ ბატნას'' ფორვარდმა ცარიელი კარისკენ ზუსტად დაარტყა და როცა ყველა გოლის გატანას ელოდა, ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ფრანგულმა ''ეკიპმაც'' დაწერა და ბურთის მომწოდებელ ბიჭს მე-12 მოთამაშე უწოდა, თუმცა ''მსპ ბატნას'' ფეხბურთელებისთვის და ქომაგებისთვის ძალიან უსიამოვნო ფაქტი იყო. Twitter-ში ''ბატნას'' ქომაგები ბიჭის დასჯას ითხოვენ.

შეხვედრა ''შელგუმის'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები