კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "მინდორზე გრიზმანზე სწრაფი ფეხბურთელი მჭირდებოდა"

ლა ლიგის მორიგ ტურში "სევილიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. კატალონიელებმა უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტაქტიკის ცვლილება

"ვეცადეთ, რომ ზეწოლა მეტოქის ნახევარზე განგვეხორციელებინა და პრესინგს მივმართეთ. სამმა მცველმა და ხუთმა ნახევარმცველმა საქმე გაგვიადვილა, ხოლო "სევილიას" გაურთულა. ბურთის გარეშე თამაში რისკია, თუმცა ეს გამოგვივიდა. გადავწყვიტეთ, რომ პრესინგის დროს თავდამსხმელებს პერსონალურად აეყვანათ მეტოქის მცველები და ახლოს ბურთის გათამაშების საშუალება არ მიეცათ. ძალიან კარგი თამაში იყო."

წინ გადადგმული ნაბიჯი

"ტაქტიკა შევცვალეთ და გაამართლა. ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა 2021 წელს გაუთვალისწინებელი ქულები დავკარგეთ. დღეს ვაჩვენეთ, რომ კვლავ ცოცხლები ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია."

მორიბას გამოყვანა

"ის ძალიან კარგად შემოვიდა. იყო მშვიდად და დაკისრებული მოვალეობა შეასრულა. მორიბა მინდორზე ცოტა ხნით იყო, თუმცა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა."

"ქამ-ბექი" კოპა დელ რეიზე

"რა თქმა უნდა, გვჯერა! დღეს კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმები გვაწუხებს. ოხშაბათს გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ."

გრიზმანი სათადარიგოთა სკამზე

"მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვება არანაირი მესიჯი არ ყოფილა. მასთან პრობლემა არ მაქვს. ტაქტიკის შეცვლა გადავწყვიტე და ახლა დემბელე ვარჩიე. 1:0-ის შემდეგ ანტუანზე სწრაფი ფეხბურთელი მჭირდებოდა მოედანზე და სწორედ ამიტომ არ შევიყვანე."

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს კოპა დელ რეიზე "ბარსელონა" კვლავ "სევილიას" შეხვდება. ანდალუსიელებმა პირველი შეხვედრა შინ 2:0 მოიგეს. კატალონიელებს ფინალში გასასვლელად 3-ბურთიანი უპირატესობა ჭირდებათ. რაც შეეხება ლა ლიგას, "ბლაუგრანას" 53 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება, თუმცა მადრიდის "რეალს" საკუთარი თამაში ჯერ არ გაუმართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები