სევილია - მესის ყველაზე საყვარელი კლუბი და მორიგი რეკორდი!
Aa
Aa

სევილია - მესის ყველაზე საყვარელი კლუბი და მორიგი რეკორდი!

ლა ლიგის მორიგ ტურში კატალონიის "ბარსელონა" "სევილიას" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მატჩში მეორე გოლი არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გაიტანა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

ლეო გახდა პირველი ფეხბურთელი ტოპ 5 ევროპულ ჩემპიონატს შორის, რომელმაც ერთი გუნდის კარში 30 გოლი გაიტანა. 6 ოქროს ბურთის მფლობელმა 30 გოლის გატანა 28 მატჩში მოახერხა. აქამდე ეს რეკორდი ლეგენდარულ გერდ მიულერს ეკუთვნოდა. გერმანელმა 24 მატჩში 27 გოლი "ჰამბურგს" გაუტანა.

მესამე ადგილზე კვლავ მესი გვხვდება - 33 წლის შემტევმა "ატლეტიკოს" 26 გოლი 26 თამაშში გაუტანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "სევილიას" კარის დალაშქვრით არგენტინელმა ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში პოზიციები გაიმყარა. ლიონელი ამჟამად 19 შედეგიანი დარტყმით ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები