Aa
Aa

"დროა საუკეთესოდ ვითამაშოთ" - პიოლი რომასთან მატჩის წინ

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. "რომა" "მილანს" უმასპინძლებს. მატჩის წინ, "როსონერის" თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა და მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

"მეტოქეს შეტევაში ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ისინი კარგად თამაშობენ და მთლიანი სტადიონის ათვისებას ცდილობენ. საჭიროა, რომ მათ ტაქტიკურად სწორად ვეთამაშოთ და პირიქით, მოედნის ყველა ადგილი ჩვენ ავითვისოთ. რომაელებს კარგი სეზონი აქვთ, სატურნირო ცხრილი ამას ნათლად ასახავს. 3 ქულა მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი 3 კვირა ძალიან დატვირთული გვექნება. დროა საუკეთესოდ ვითამაშოთ.

ჩვენი გასავლელი გზა ნათელია. ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რათა ამ იმ პოზიციისთვის მიგვეღწია, რომელზეც ახლა ვართ. ევროპის ლიგაზე შემდეგ ეტაპზე გავედით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვმუშაობთ, რათა გავხდეთ გამარჯვებული გუნდი. გამარჯვებულებს კი რთული სიტუაციიდან გამოსვლის პოვნა არ უჭირთ." - განაცხადა პიოლიმ

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" ბოლო ორი დაპირისპირება სერია ა-ს ეგიდით დათმო. ჯერ სტუმრად "სპეციასთან", ხოლო შემდეგ "ინტერთან" 0:3. "რომასა" და "მილანის" დაპირისპირება 28 თებერვალს თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები