ნემსაძე გააძევეს - დინამომ სამგურალთან ქულები დაკარგა
Aa
Aa

ნემსაძე გააძევეს - დინამომ სამგურალთან ქულები დაკარგა

Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის გახსნით მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" ახლადგადმოსულ წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა. გიორგი ნემსაძის გუნდმა პირველივე შეხვედრაში ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ბურთს ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ, წყალტუბოელებმა კი საკუთარი თამაში კონტრ-შეტევებზე ააგეს. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდს კი სტუმართა გოლი მოჰყვა. 21 წლის სერგო კუხიანიძემ თბილისელებს გაუტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარში გიორგი ნემსაძის გუნდი გააქტიურდა და ბევრს ცდილობდა. "სამგურალი" თავს კარგად იცავდა, თუმცა შეხვედრის 71-ე წუთზე გაბედავამ ანგარიში გაათანაბრა. რამდენიმე წუთის შემდეგ გიორგის გუნდის დაწინაურების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.

მატჩის 87-ე წუთზე "დინამოელთა" მთავარი დამრიგებელი გიორგი ნემსაძე მსაჯმა მინდვრიდან გააძევა. ეს ყველაფერი ყოფილი ფეხბურთელის მწვავე შეძახილებს მოჰყვა. ჯერ ნემსაძეს ყვითელი ბარათი აუფრიალეს, ხოლო რამდენიმე წუთში კი წითელი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თქვა გიორგი ნემსაძემ.

"დინამოს" ძირითად თერთმეტეული - კვასხვაძე, პაპავა, ბენიო, ხვადაგიანი, იაშვილი, სპორკსლაიდი, მექვაბიშვილი, რადინი, მარუშიჩი, გაბედავა, კუცია, .

"სამგურალი" ძირითადი თერთმეტეული - ქვილითაია, ასათიანი, კალანდარიშვილი, პატარკაციშვილი, ქურდაძე მჭედლიშვილი, კირკიტაძე, ფონიავა, ტურე, ლეკვთაძე, კუხიანიძე.

მომდევნო ტურში "დინამო" ქუთაისში ჩავა და ადგილობრივ "ტორპედოს" გაეჯიბრება, ხოლო "სამგურალი" კი კიდევ ერთ თბილისურ გუნდს "საბურთალოს" საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები