კარგი ამბები რეალში - ზიდანს 4 ტრავმირებული უბრუნდება
Aa
Aa

კარგი ამბები რეალში - ზიდანს 4 ტრავმირებული უბრუნდება

მადრიდის „რეალის“ ბედშტაბიდან კლუბის ქომაგებმა როგორც იქნა კარგი ამბებიც გაიგეს. ესპანური AS-ის ცნობით, ზიდანს ვალვერდე, როდრიგო, ოდრიოსოლა და მარსელო დაუბრუნდა.

წყაროს ცნობით, შაბათ დილით ოთხივე მათგანი „ვალდებებასის“ საწვრთნელ ბაზაზე „ზიზუს“ განკარგულებაში იყო და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

თუ, ოთხივე მათგანი კვირის სავარჯიშო სესიასაც პრობლემების გარეშე ჩაატარებს, ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია, ორშაბათს „სოსიედადთან“ გასამართი მატჩისთვის გუნდის დახმარება შეძლონ.

რაც შეეხება დანარჩენ ტრავმირებულებს - აზარმა, ბენზემამ და მილიტაომ ბალახზე ვარჯიში მოახერხეს, თუმცა ჯერჯერობით გუნდთან ერთად წვრთნაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ. რამოსი და კარვახალი კი სპორტდარბაზში აღდგენით პროცესს გადიან.

მადრიდელები ვარაუდობენ, რომ 7 მარტს „ატლეტიკოსთან“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გასამართი დერბისთვის აზარი, ბენზემა და მილიტაო მწყობრში იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები