Aa
Aa

"გაახანგრძლივე ან გაგყიდით" - რეალმა ვარანს ულტიმატუმი წაუყენა

რაფაელ ვარანის მომავალი ბუნდოვანია. ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს "სამეფო კლბუთან" კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება და ჯერჯერობით რაფაელი ახალი ხელშეკრულების დადებას არ ჩქარობს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

"ბლანკოსში" ამ საკითხზე ნერვიულობენ, რადგან მისი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს და იმ შემთხვევაში თუ ვარანი ახალ კონტრაქზე თანახმა არ იქნება, ასეთ შემთხვევაში 2021 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალი" აბსოლუტურად ყველა შემოთავაზებას განიხილავს, რომელიც ფრანგ უკანახაზელს შეეხება.

"ბლანკოსის" ეს პოზიცია ბუნებრივია, რადგან მათ რაფაელის უსასყიდლოდ გაშვება არ უნდათ. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 27 წლის მცველს "რეალის" დატოვება 2019 წელსაც სურდა, თუმცა ზინედინ ზიდანმა გადააფიქრებინა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვარანი "სამეფო კლუბს" 2011 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი მოიგო, ჩაატარა 350 მატჩი და 17 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები