ოფიციალურად: აკაკი შულაია საბურთალოს ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად: აკაკი შულაია საბურთალოს ფეხბურთელია

თბილისის ''დინამოს'' ექს-ფეხბურთელი აკაკი შულაია კარიერას თბილისის ''საბურთალოში'' გააგრძელებს. 24 წლის ფეხბურთელს ''დინამოსთან'' კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებდა, თუმცა ახლა ''საბურთალოს'' წევრია და კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სავარაუდოდ, მასსა და ''დინამოს'' შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

მარჯვენა გარემარბს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

აკაკი შულაია მარტვილის ''მერანის'', ''ცხინვალისა'' და ბოლნისის ''სიონის'' ღირსებას იცავდა. 2017 წლიდან თბილისის ''დინამოს'' მოთამაშე იყო.

შულაია ''დინამოსთან'' ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ორგზის გამარჯვებულია (2019, 2020).

თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები