მბაპე შეუვალია - მას მარცხენა ფლანგზე სურს თამაში
Aa
Aa

მბაპე შეუვალია - მას მარცხენა ფლანგზე სურს თამაში

კლიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ერთ-ერთი მთავარი პერსონა იქნება. მადრიდის „რეალი“ მის ხელში ჩასაგდებად კიდევ ერთ იერიშს ამზადებს.

ესპანური AS-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, მბაპე არ აპირებს, რომ კლუბის შეცვლის შემთხვევაში პოზიცია დათმოს და მარცხენა ფლანგზე თამაშზე უარი თქვას.

მბაპეს პარიზში დარჩენის შემთხვევაშიც და სხვაგან გადაბარგების შემთხვევაშიც კარიერის გაგრძელება მარცხენა გარემარბად სურს. 22 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.

ფეხბურთელმა ამის შესახებ პოჩეტინოს უკვე აცნობა და აღნიშნა, რომ მარცხენა ფრთა მისია.

მბაპეს „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ედენ აზარის მადრიდული კარიერა დასრულდება, რადგან ბელგიელი სწორედ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობს.

წყაროს ცნობით, როდესაც პოჩეტინო პსჟ-ში დაინიშნა, მასსა და მბაპეს შორის საუბარი შედგა, სადაც კილიანმა არგენტინელს გარკვევით აუხსნა, რომ ცენტრფორვარდად თამაშისას პოტენციალს სრულად ვერ ავლენდა და მისთვის იდეალური პოზიცია მარცხენა ფრთა იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციაზე პსჟ-ში ნეიმარი თამაშობდა, თუმცა ბოლო დროს გამოჩნდა, რომ ბრზილიელმა შეხვედრები ცრუ ცხრიანზე დაიწყო და ხშირ შემთხვევაში გამთამაშებლადაც მოგვევლინა.

ბოლოს გეტყვით, რომ მბაპემ „მონაკოში“ სწორედ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გაიბრწყინა. ლეონარდო ჟარდიმის გუნდში ცხრიანზე რადამელ ფალკაო იდგა, მარჯვენა ფლანგზე კი ბერნარდო სილვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები